ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 550 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს
ზუგდიდის მერიისგან საახალწლო საჩუქრები სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, მრავალშვილიან ოჯახებს და დედ-მამით ობოლ ბავშვებს გადაეცათ. სოციალური პროგრამის მიხედვით სადღესასწაულო კალათებს, ასევე მიიღებენ მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები და ომის ვეტერანები.

საჩუქრები, რომლის დარიგებაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს დაიწყეს 550 ბენეფიციარისთვის არის განკუთვნილი.
Print