ახალი ამბები
ზუგდიდში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ზუგდიდში ოჯახური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ის პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მეზობლის ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსის არ სჯერა. მიქავას ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და მას ქმართან კონფლიქტი ჰქონდა.

გარდაცვლილის ძმის ნუკრი მიქავას განცხადებით, მისი და ქმარმა ჯერ მოკლა და შემდეგ ჩამოკიდა.

ეკა მიქავას ცხედარი მეზობლის, საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვეს. ხუბუა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 126-ე – ძალადობის მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

შამგონელი ქალის ოჯახი მის გარდაცვალებაში ქმარს ადანაშაულებს
Print