რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდის რეაბილიტირებულმა ბოტანიკურმა ბაღმა დღეს პირველ სტუმრები მიიღო. ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ხუთ ვიზიტორს სამთვიანი ულიმიტო აბონემენტი გადაეცა. ამავე ცნობით, იანვრის ბოლომდე დილის 7 საათიდან ბაღში შესვლა უფასო იქნება.
ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, განახლებულ ბაღს თბილისის ზოოპარკმა 4 ფარშავანგი აჩუქა.
"2 დედალი და 2 მამალი ფარშავანგი გადმოგვცა თბილისის ზოოპარკმა. რა თქმა უნდა მათთვის შექმნილია ყველა შესაბამისი პირობა", - უთხრა რადიო "ათინათს" ქარჩავამ.ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად იანვარში გაიხსნება.
ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებდა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

ფოტოები: ზუგდიდის მერია

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის სავარაუდო ფასები

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის უცნობი ფოტოები საოჯახო არქივებიდან (ფოტო)



Print