ახალი ამბები
ზუგდიდში აბონენტებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ - „სოკარ ჯორჯია“
''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ზუგდიდში გაზის მიწოდება მოქალაქეებს სრულად დღის ბოლომდე აღუდგება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ჩართულია ავარიულად გამორთული აბონენტების 50%-ს და პარალელურად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

''სოკარი'' მოსახლეობას მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული ბუნებრივი აირის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

3 იანვარს ვარიული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩისა და სოფლის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კერძოდ, ამის მიზეზი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა გახდა.

Print