ახალი ამბები
მესტიაში ერთი სახლი დაიწვა, მეორე მეხანძრეებმა გადაარჩინეს
გამთენიისას, დაახლოებით,  4 საათზე მესტიაში გვარლიანების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მერიის ინფორმაციით, შენობა შიგნით ხით იყო მოპირკეთებული და ის რამდენიმე წუთში სრულად დაიწვა. ამავე ცნობით, ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე ცეცხლი რატიანის საცხოვრებელ სახლსაც გადაედო, თუმცა მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ადგილზე მუშაობდნენ მესტიის და მესტიის აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Print