ახალი ამბები
მარტვილში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. დაკავებულია 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print