ახალი ამბები
სამინისტრომ იმ დევნილთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სოფლად სახლს შეუსყიდიან
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 700-ზე მეტი განაცხადი განიხილა და 401 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.  თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა აქვთ. 

მხოლოდ 2019 წელს, სახელმწიფომ სახლი 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. ჯამში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  4000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა. 

იხილეთ იმ დევნილთა სია, რომლებსაც სოფლად სახლს შეუძენენ.




Print