ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს
სინოპტიკოსების ცნობით, სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. მათივე ცნობით, უნალექო ამინდები 17 იანვრამდე შენარჩუნდება.

„10-19 იანვარს შესაძლებელია წვიმის სახით მცირე ნალექი დაფიქსირდეს. მესტიაში კი თოვა შეწყდება დღეს, თუმცა შეუძლებელია 15-18 იანვარს კვლავ მოთოვოს“, - ამბობენ სააგენტოში.

სამეგრელოში 14-16 იანვარს, ღამის საათებში -2 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.
Print