ახალი ამბები
ასლან ბჟანია „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში“ მიიღებს მონაწილოებას
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია 22 მარტს დანიშნულ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან თავად განაცხადა, წერს „ეხო კავკაზა“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ოპოზიციიდან, ალხას კვიცინიამ 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. თავდაპირველად, ოპოზიციამ თავის კანდიდატად ასლან ბჟანია წარადგინა, თუმცა ავადმყოფობის გამო, მან ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

12 იანვარს რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მალევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკოს თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების შედეგები გააუქმა. ხაჯიმბა აღნიშნული გადაწყვეტილებას გაასაჩივრებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ „კენჭს არ იყრის“ მომავალ „საპრეზიდენტო“ არჩევნებში.








Print