ახალი ამბები
ვლადიმირ ჟირინოვსკი ხაჯიმბაზე: ეს ჩვენი შეცდომაა, რატომ მოვახვიეთ თავს
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი გამოეხმაურა.

"არ უნდათ აფხაზებს ეს პრეზიდენტი. ეს ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ნათელი, როდესაც აქტიურად დავიწყეთ მისი თავს მოხვევა და მაშინაც იყო პროტესტი მის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვს ძალიან უნდოდა, რომ მას ემართა აფხაზეთი. ეს შეცდომაა, რატომ მოვახვიეთ თავს?" - წერს რუსი პოლიტიკოსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ამასთან დაკავშირებით, აფხაზური გამოცემა „აფსადგილ ინფო“ წერს, რომ ჟირინოვსკი იმ რუს პოლიტიკოსებს შორის იყო, რომლებიც 2004 წელს რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად ჩავიდნენ აფხაზეთში.

„მაშინ ხაჯიმბამ არჩევნები წააგო, თუმცა ის არ დაეთანხმა კენჭისყრის შედეგებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც იმავე წლის ოქტომბრიდან 2005 წლის იანვრამდე გაგრძელდა“, წერს ინტერნეტ გამოცემა.

ამავე  ცნობით, სერგეი ბაღაფშსა და რაულს ხაჯიმბას შორის მაშინ მიღწეული შეთანხმების შედეგად, განმეორებითი „საპრეზიდენტო“ არჩევნები დაინიშნა. ხაჯიმბა კი „ვიცე - პრეზიდენტი“ გახდა. 

სოხუმში გამართული აქციების შედეგად, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი გადადგა, ხოლო 2019 წელს ჩატარებული „არჩევნების“ შედეგები გაბათილდა. განმეორებითი „საპრეზიდენტო არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს ჩაინიშნა.








Print