რეგიონი
DMO: ზუგდიდში ფესტივალი „კუჩხა" ჩატარდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია (DMO) მომავალი წლიდან სხვადასხვა ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ DMO-ის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ ორგანიზაციის მიერ მომზადებული რეგიონის ხუთწლიანი ტურიზმის განვითარების გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ხაჭაპურის ფესტივალის გარდა, სამეგრელოში მარულა/ბაზიერობისა და "კუჩხას" ფესტივალი ჩატარდება.

„ფესტივალი „კუჩხა“ დადიანების ეზოში გაიმართება, სადაც ძველ მეგრული ტრადიციების გაცოცხლებასთან ერთად ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება“, - თქვა წულაიამ.

ორგანიზაცია რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.


Print