რეგიონი
მესტიაში ფრენებს ავსტრიული კომპანია განახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. ავიარეისები მესტიის, კურორტ გოდერძისა და ყაზბეგის მიმართულებით შესრულდება.

უწყების ცნობით, სააგენტოში შეტანილი განაცხადის მიხედვით, „Wucher Helicopter Gmbh“ მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

„Wucher Helicopter Gmbh“-ის გარდა, „Heli-skiing” ტურებს გუდაურსა და მესტიაში გერმანული „HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ი ემსახურება.

Print