ახალი ამბები
ჭალადიდში ქარციძეების სახლი დაიწვა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში თამაზ ქარციძის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი (120 კვ.მ) ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. სოფლის გამგებლის ზვიად გვარამიას თქმით, ცეცხლის ჩაქრობას გარკვეულწილად ხელი ქარმა შეუშალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოახერხა. ადგილზე მობილიზებული იყო ხობის და ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახური.
Print