ახალი ამბები
აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
აფხაზეთის სოფელ მაჭარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილემ სატბეი განდიამ უთხრა. ამავე ინფორმაციით, ერთმანეთს „გაზელის“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაზარალებულები ავტომობილებიდან მაშველების მოსვლამდე ამოიყვანეს.

Print