ახალი ამბები
„ცხოვრება მშვენიერია, როდესაც ერთმანეთი გვიყვარს„- ვიდეო მიმართვა ახალგაზრდებს (ვიდეო)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა ბოლო დროს მოზარდებში გახშირებული სუიციდის ფაქტების გამო ვიდეო მიმართვა გაავრცელეს. მღვდელები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ სიცოცხლეზე უარი არ თქვან.

იდეა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს და მის მთავარ სტიქაროსანს დავით შამათავას ეკუთვნით.

„ძალიან ბევრი თვითმკვლელობა იყო, ამ ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ ვიდეო მიმართვის გავრცელება. მასში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მამები მონაწილეობენ“, - ამბობს დავით შამათავა.

ვიდეოკლიპი სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა.
Print