ახალი ამბები
ზუგდიდში ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები ახალი პროექტის „Crop2Shop“ ფარგლებში, ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ. შეკრებილებმა ექსპორტთან დაკავშირებული მეწარმეებისა და სხვადასხვა დარგების პრობლემები განიხილეს. ასევე, შედგა პროექტ „Crop2Shop-ის“ და მისი სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. თავის მხრივ, „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ ექსპერტებმა მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ რეგულაციებსა და მოთხოვნები გააცნეს. 

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს - „Crop2Shop“. გულისხმობს ექსპორტიორების პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოწვევების აღმოფხვრის საშუალებების შეთავაზებას, ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ვებ-გვერდის შექმნას.

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ექსპორტის ვებ-გვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ის გახდება პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისათვის და მათ ექსპორტზე ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია გეგმავს თბილისსა და რეგიონებში 15-მდე შეხვედრა ჩაატაროს, სადაც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საჭიროებების შეისწავლიან. შეხვედრების მიზანია, ექსპორტის კუთხით, სხვადასხვა დარგში, პრობლემებისა და გამოწვევების აღმოჩენას. ასოციაცია მეწარმეებს პრობლემების გადაჭრის გზებს შესთავაზებს.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) 2012 წლიდან ეხმარება ქართველ მეწარმეებს ექსპორტის პოტენციალის ზრდაში, უზრუნველყოფს ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ბაზრის კვლევას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, და წარმოებისა და მომსახურების დარგის კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობას. 


Print