რეგიონი
მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა
მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც 20 იანვრით თარიღდება.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,- ნათქვამია ბრძანებაში.

მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

Print