ახალი ამბები
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის სოფელ დობერაზენში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეს, ავტომანქანით, თხმელას სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი გადაჰქონდა. უწყებაში ამბობენ, რომ მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.



Print