ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში ორჯერ ორი საათით გაითიშება
27 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი სისტემით გათიშვები დღეში ორჯერ ორი საათით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“  ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

მათვე ცნობით, გრაფიკის ახალი პირობები დაკავშირებულია ჯვარის წყალსაცავში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობასთან,  სადაც წყლის დონე ამ დროისათვის 445,78 მეტრს შეადგენს. ამავე ინფორმაციით,  ყოველდღიურად ის ერთი მეტრით იკლებს.

"თუკი მისი დონე 420 მეტრამდე დაიკლებს, ენგურჰესი შეწყვეტს მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ მხარესთან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, აუცილებელი გახდა იძულებითი ზომების გატარება და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე შეზღუდვების დაწესება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობას აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება დღეში მხოლოდ ერთი საათით შეეზღუდება.
Print
თეგები: აფხაზეთი / დენი /