ახალი ამბები
მესტიელი მოკრივე ორგზის მსოფლიო ჩემპიონია
მესტიელი მოკრივე ლაშა გურგულიანმა WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამარი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. შეჯიბრი საქართველოში პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოქმედი მფლობელია. მან თავისი ტიტული, WBO ვერსიით ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონის, მექსიკელი ედგარ „ნენე“ ორტეგას წინააღმდეგ 12 რაუნდიან ბრძოლაში დაიცვა.

Print