ახალი ამბები
ნათია თურნავა სვანეთის მოსახელობაზე: ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური
სვანეთის მოსახელობას, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მინისტრი არ აკონკრეტებს თუ როდის გადაიხდიან ისინი გადასახადს. 

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო - პრო ჯორჯიას" ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური,"- განაცხადა ნათია თურნავამ. რაც შეეხება სვანეთში ბიტკოინების არალეგალურ წარმოებას, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო - პრო ჯორჯიას" მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაჭრილი იქნება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის,"- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. გადასახადი მხოლოდ მეწარმეებზეა დაწესებული.

ამავე თემაზე:

ელექტროენერგიის გაოთხმაგებული მოხმარება - მესტიის მერია მოსახლეობას "ბიტკოინებზე" აფრთხილებს

მესტიაში ბიტკოინების, სავარაუდო, გამომუშავებას აპროტესტებენ 

მესტიაში ელექტროენერგიის მიტაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო



Print