ახალი ამბები
ადგილობრივები: ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადამსვლელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან 
ენგურის ე.წ გამშვებ პუნქტთან მობილური პოლიკლინიკა განათავსეს, სადაც მოქალაქეებს დისტანციური თერმომეტრებით შეამოწმებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ საზღვართან გადმომსვლელებმა უთხრეს. მათივე თქმით, ამბულატორიები დღეს განათავსეს და შემოწმებას უახლეს დღეებში დაიწყებენ.

მოქალაქეების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გადასასვლელი შესაძლოა ჩაკეტონ.

"დგას მანქანა, სპეციალური აღჭურვილობით, დღეს განათავსეს, მაგრამ შემოწმება არ დაუწყიათ. ხვალ ან ზეგ დაიწყებენ ალბათ. საზღვარი არამგონია ჩაკეტონ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ზუგდიდიდან გადმომსვლელებს შეამოწმებენ და თუ პრობლემა არ აღმოჩნდება, მოგვცემენ სპეციალურ საბუთს და გადავალთ", - გვითხრეს მათ.

ამავე თემაზე: 

სოხუმი კორონავირუსის გამო კონტროლს ამკაცრებს
Print