რეგიონი
ზუგდიდში მანქანა პარკირებისას სიმაღლიდან ჩამოვარდა
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის მძღოლი. თვითმხილველების ინფორმაციით ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე თქმით, ქალი უგონო მდგომარეობაში იყო.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

Print