ახალი ამბები
ზუგდიდში პარკირებისას დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში ავტომანქანის პარკირებისას სიმაღლიდან ჩამოვარდნილი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს. ამავე ინფორმაციით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება და უტარდება შესაბამისი კვლევები.

კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო ავტოპარკინგზე მსუბუქი მანქანა ჯებირს შეეჯახა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.


შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
Print