ახალი ამბები
ჩხოროწყუში "შეცვალეს" აქტივისტები ჯუმბერ იზორიას დაუპირისპირდნენ
ჩხოროწყუში მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ამ წუთებში ისინი პარლამენტარის ჯუმბერ იზორიას ოფისთან იმყოფებიან. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით "ჩვენც იზორიები ვართ, ვერ დაგვაკავებთ", "შეცვალე სამეგრელოდან" და ა.შ. ახალგაზრდებმა ადგილზე მიიტანეს სიგარეტი და ბენზინი, რითაც მათი თქმით, ისინი ჯუმბერ იზორიას კონტრაბანდასთან კავშირში ადანაშაულებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იზორიები ჩხოროწყუში ყველა ბიზნესს აკონტროლებენ, რასაც ისინი აპროტესტებენ.

თავის მხრივ, პარლამენტარი ამბობს, რომ აღნიშნული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მართული იყო და ის პროვოკატორებისგან შედგებოდა.

„ეს იყო „ნაცინალური მოძრაობის“ მიერ მართული, პროვოკატორებისგან შემდგარი აქცია. სხავა ამასთან დაკავშირებით მე არაფრის თქმა არ შემიძლია. არავითარი კონტრაბანდა არ არსებობს - ეს არის მათი მოგონილი. ყველა უწყებას ვთხოვ, თუ რომელიმე ჩემს ნათესავს ან ახლობელს აქვს რამე სახის უკანონობა ჩადენილი, გამოიძიონ და დასაჯონ", - უთხრა იზორიამ რადიო "ათინათს".

Print