ახალი ამბები
სენაკში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სენაკში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 96 წლის მარუსია სიჭინავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

„მეზობლები ამბობენ, რომ ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული და ვარაუდობენ, რომ სწორედ მას გაუჩნდა ცეცხლი“, - ამბობს სენაკის მერის წარმომადგენელი ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა ჭანტურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამი ბრიგადა მუშაობდა.


Print
თეგები: სენაკი / ხანძარი /