ახალი ამბები
"შეცვალეს" წევრების თქმით, მათ ჩხოროწყუში სცემეს
მოძრაობა "შეცვალეს" წევრები, ოთო შენგელია, ირაკლი ნაჭყებია და ნუკრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მათ ჩხოროწყუში სცემეს. ისინი მომხდარს ჯუმბერ იზორიასა და გოგა გულორდავას წინააღმდეგ ჩატარებულ აქციას უკავშირებენ. ერთ-ერთმა მათგანმა ოთო შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ადვოკატს ელოდება და ფაქტის შესახებ პოლიციაში განცხადებას შეიტანს.

"დღეს ჩვენ ვამხილეთ იზორიების კლანი, რომლებიც ჩხოროწყუში ყველაფრის ბატონ- პატრონები არიან.მხილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც ზუგდიდიდან ჩხოროწყუში ვბრუნდებოდით, ერთ -ერთ მაღაზიასთან გავჩერდით. მანქანში ვიმყოფებოდით, როდესაც ჩემთვის უცნობმა პიროვნებამ, როგორც შემდეგ გაირკვა იყო საკრებულოს მრჩევლის ძმა ნუკრი გოგუა, მანქნის კარი გამოაღო და ფეხი ჩამარტყა სახეში. ეს პირდაპირ არის პოლიტიკური თავდასხმა ჩემზე. ეს ადამიანი არის რიგითი შემსრულებელი. მისი დასჯა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა დაისაჯოს ის კრიმინალური კლანი რომელიც იზორიებმა ჩამოაყალიბეს", - ამბობს ოთარ შენგელია.

ჩხოროწყუს პოლიციასთან "შეცვლეს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან. შეცვლეს წევრებმა ჩხოროწყუს პოლიციის და დეპუტატის ოფისთან წარწერები დატოვეს: "ძირს იზორიას კლანი" და "იზორია მონა".

შსს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ.

ამავე თემაზე:

ჩხოროწყუში "შეცვალეს" აქტივისტები ჯუმბერ იზორიას დაუპირისპირდნენ

Print