ახალი ამბები
ნოჯიხევის სკოლაში ხანძარი გაჩნდა
ხობის სოფელ ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლაში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ოთახი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.

„ცეცხლი დილის საათებში გაჩნდა, ამ დროს ბავშვები ჯერაც არ იყვნენ მოსულები, როგორც მოდიოდნენ ისე უსაფრთხო ადგილას გაგვყავდა. ხანძრის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ვარაუდობთ, რომ მიზეზი ელექტროგაყვანილობაა“, - თქვა სკოლის დირექტორმა ნაზი ლიპარტიამ.



ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცავები.


ფოტო: "Khobi-info"
Print