ახალი ამბები
„დაჩისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო“ - "შეცვალეს“ წევრები ხობის მაჟორიტარის ბიუროსთან აქციას მართავენ
ხობის მაჟორიტარის ბიუროსთან მოძრაობა შეცვალეს წევრები აქციას მართავენ. მათ ხელში შემდეგი შინაარსის პლაკატები უჭირავთ: „კარგი დაჩი მათრახს არ დაირტყამსო“, „ვირისგან და ბერაიასგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო“, „მონა დაჩი ბერაია“, „დაჩი შინ არ ვარგოდა და პარლამენტში გარბოდაო" და სხვ. ამასთან, აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ბიძინას მონა“ და „ბიძინას შიკრიკი“.
მათ ბიუროში შესვლა და მაჟორიტარი დეპუტატისთვის "სიგელის" ("2020 წლის საუკეთესო ნეპოტიზმისთვის") და სათამაშო ცხენის გადაცემა სურდათ, თუმცა ბიუროს თანამშრომლებმა ისინი ოფისში არ შეუშვეს. საბოლოოდ, სათამაშო და სიგელი კარებთან დატოვეს.
მანამდე, „შეცვალეს“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გამართეს.

Print