ახალი ამბები
"ბარიგების მფარველი" - აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციასთან
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალეს" წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: "ბარიგების მფარველი", "გახარიას მილიცია", "ია კერზაიას მკვლელები", "გახარია თვალთხარია". მათ ასევე შენობის შესასვლელთან სტიკერები გააკრეს - "ამ სისტემის დედაც", "შეცვალე" და სიმბოლურად ფქვილი და შპრიცები მიიტანეს. მათი თქმით, ეს არის იმის სიმბოლო, რომ პოლიცია შს სამინისტროს ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, ე.წ ქურდული სამყაროს წევრებს და კრიმინალებს მფარველობს.


“ისინი მფარველობენ ქურდულ სამყაროს, ისინი ჩართული ჰყავთ მეტადონის პროგრამაში, რათა შემდეგ ისევ გამოიყენონ საარჩევნოდ. არჩევნებზე ჩვენ კარგად ვნახეთ ქურდული სამყაროს წევრები, რომლებიც აკონტროლებდნენ საარჩევნო პროცესებს”,- თქვა მოძრაობის წევრმა ხათუნა შამუგიამ.

პოლიციის შენობის შესასვლელთან წარწერები თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

Print