რეგიონი
ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში საცურაო აუზი გახსნა (ვიდეო)
ზუგდიდში, მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ ე.წ „ბაიას“ ბაზაზე საცურაო აუზი გახსნა. საცურაო კომპლექსი, რომლის მშენებლობაც  გასული წლის ივლისში დაიწყო, აერთიანებს ორ აუზს, ფიტნეს დარბაზს, ჯაკუზის და საუნას. 
რაც შეეხება ფასებს, ზვიად სიჭინავას თქმით, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომია. 
„სულ არის 1320კვ.მ ფართობზე. ამაში შედის ორი აუზი, ერთი 25/12-ზე, ხოლო მეორე 18/6-ზე, ასევე არის ფიტნეს დარბაზი, საუნა, ჯაკუზი. რაც შეეხება ფასებს, თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აბონემენტები გვაქვს და ფასი 60-დან 190 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს სიჭინავა.

აქ მოსულ მომხმარებელს გამოცდილი ფიტნეს ინსტრუქტორი, ცურვის მასწავლებელი, ექიმი და მასაჟისტი მოემსახურება.

საცურაო კომპლექსი მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ დაათვალიერეს.

ზუგდიდში კიდევ ერთი ევროსტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

ამავე თემაზე:

ზვიად სიჭინავა: ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე თვეს დასრულდება

Print