ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დაწესებული გრაფიკი მოიხსნა
აფხაზეთში ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მათივე ცნობით, დღეიდან ელექტროენერგია აფხაზეთში რუსეთიდან „გადმოიქაჩება“.

„აფსადგილ ინფოს“ ცნობით მოსკოვი სოხუმს დაახლოებით 200–250 მილიონ კვტ/სთ-ს მიაწვდის თებერვალსა და მარტში ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად.

მანამდე ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ „ენგურჰესი“ 15 თებერვლიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მნიშვნელოვნად შეზღუდვას გეგმავს. მისივე თქმით,  ენერგოდეფიციტის მიზეზი ზამთრის პერიოდში ჯვარის წყალსაცავში წყლის მარაგის მნიშვნელოვნად შემცირება და აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა.

მარაოსებრი სისტემით ელექტროენერგიის გათიშვები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 27 იანვრიდან დაიწყო.    მოსახლეობას დენი დღეში ორჯერ ორ - ორი საათით არ მიეწოდებოდა.

ამავე თემაზე:

აფხაზეთში ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაწესდა

„ენგურჰესი“ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებას მომდევნო თვიდან შეუმცირებს

მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში აფხაზებს ელექტროენერგიის მიწოდებაში წელსაც დავეხმარებით

დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვები დაიწყება
Print