ახალი ამბები
ხობში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის სოფელ პირველმაისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა. როგორც რადიო “ათინათს” ხობის საავადმყოფოში უთხრეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათის წინ საკუთარ სახლში ნათესავმა დაჭრა. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც სტუმარმა მასპინძელი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა, ხოლო შემდეგ მეზობელ ქალს თავის არეში სკამი ჩაარტყა. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება 19-108 პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


Print