ახალი ამბები
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს, დაშავებული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადის. მედიკოსების თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მათივე ინფორმაციით, პაციენტს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.

„მას თავის არეში მრავლობითი დაზიანება აქვს. ქალა-ფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა დაუდგინდა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“, - ამბობს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმი გიგა სულაბერიძე.

ხობის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ერთ-ერთ სახლში სტუმრად იმყოფებოდა, მასპინძელი სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ, ის მეზობლის სახლში გადავიდა და ქალს თავს დაესხა.

Print