რეგიონი
სოხუმის მერი „პრეზიდენტობის“ კანდიდატად დარეგისტრირდება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ცესკომ“ მოქალაქეთა  საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელიც „პრეზიდენტობის“ კანდიდატად სოხუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს კან კვარჩიას წარადგენს, წერს „აფსადგილ ინფო“.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას კან კვარჩია 2019 წლის 21 ოქტომბრიდან იკავებს.

მანამდე, „ცესკომ“ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „პრეზიდენტობის“ კანდიდატად აფხაზ ოპოზიციონერს ასლან ბჟანიას წარადგენს, ასევე თავის კანდიდატს წარადგენს პარტია „აკზაარა“.

სოხუმმა "საპრეზიდენტო არჩევნები" 2020 წლის 22 დანიშნა.


Print