ახალი ამბები
№2 საბავშო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს
ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე №2 საბავშო ბაღი, რომელიც 125 აღსაზრდელზეა გათვლილი დღეს გაიხსნა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.



ბაღი რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და მერმა გიორგი შენგელიამ, აღსაზრდელებთან ერთად, გახსნეს.


მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი დაიხარჯა.

ადრე მოქმედი საბავშვო ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევდათ სკოლამდელი განათლების მიღება.
Print