რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კომისია დაკომპლექტდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კომისია საჯარო მოხელეებით, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამვე ცნობით, კომისიის შემადენლობაში არიან:

* ასოციაცია „მერკურის" ხელმძღვანელი ნანა თოდუა; ასოციაცია „ათინათის" გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია;

* ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის,სპორტის,ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯომარე ეკატერინე კიფაია;

* ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია;

* ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია;

* ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლორა ქობალია;

* დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი-არქეოლოგიის ფონდის მცველი მერაბ ქვაჩახია;

* სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ ქორთუა;

* სამეგრელო ზემო-სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცის ხელმძღვანელი (DMO ) ლევან წულაია;

* „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ს მიერ მოწვეული შპს „დეტალი“-ს არქიტექტორი ეკატერინე თოდუა;

* ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა ა.ი.პ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს დირექტორი ზვიად ქარჩავა;


კომისიის წევრებმა ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით პირობები უნდა შეიმუშაონ. ამის შემდეგ კონკურსი გამოცხადდება.

Print