ახალი ამბები
ხობში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა
ხობის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს. ამავე ცნობით, გამოძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ წელს დაბადებული ი.ა. მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებული ს.ყ. მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც, მიმალვის მიზნით, ახლომდებარე სახლში შევიდა და იქ მცხოვრებ, 1943 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა.

ორივე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ს.ყ. მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა“, - ამბობენ უწყებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევა ხობში პირველ თებერვალს მოხდა.

ამავე თემაზე:

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

ხობში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
Print