რეგიონი
ზუგდიდიდან ორმხრივი პნევმონიით ქალი თბილისში გადაიყვანეს
მედიკოსების ცნობით, ზუგდიდიდან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თბილისში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. მას შესაბამისი მკურნალობა ღუდუშაურის კლინიკაში  უტარდება. მანამდე, 35 წლის ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ფილტვების ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით 2 დღე იყო მოთავსებული. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ვირუსზე შესაბამისი კვლევები.
Print