ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული დრანდის ციხეში მოკლეს
დრანდის იზოლატორის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გულრიფშის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, წერს ინტერნეტ - გამოცემა „აიაირა“. მოკლული 39 წლის ასტამურ ძიძარია გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრია.

ის ბრალდებული იყო დიმიტრი ოზგანის მკვლელობაში, რომელიც თავის მხირვ ეჭვმიტანილი იყო 2016 წელს პარტია „ედინაია აფხაზიას“ მდივნის ირინა დოჩიას გატაცებაში. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევა 4 თებერვალს 00:00 - დან 05:00 საათამდე შუალედში მოხდა. მოკლულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

ოზგანის ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი ე.წ. სასამართლოს 13 თებერვალს უნდა გამოეცხადებინა.


Print