ახალი ამბები
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა აღდგენილია
ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ტექნიკა ამ წუთებშიც აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს გზაზე არსებული ცვალებადი მდგომარეობის გამო.

აღნიშნულ გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 კაცზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, აქ გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მესტიაში ამ დროისთვის არ თოვს, თუმცა სინოპტიკოსები მთელი კვირის განმავლობაში ნალექს ვარაუდობენ.
Print