ახალი ამბები
მერია: მესტიის სამ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
მესტიის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ცხუმარის, ბეჩოსა და ჭუბერის მოსახლეობას დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

„რაც შეეხება თოვლის საფარისგან შიდა გზების გაწმენდას, აღნიშნული პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია. სასოფლო გზები და ცენტრამდე გამოსასვლელები გაწმენდილია, თუმცა დაზუსტებულად არ ვიცით რა მდგომარეობაა ამ ბეჩოსა და ცხუმარში. დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა კი ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, - ამბობს მერის მოადგილე ნელი ნავერიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.

Print