ახალი ამბები
გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს სამეგრელოს რეგიონი ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმიდან შეუერთდა. წალენჯიხაში პოეტის მუზეუმის ეზოში ლიტერატურული საღამო გაიმართა, სადაც გრანელის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.

გარდა ამისა, მხატვარმა მარინა კვარაცხელიამ შექმნა გრანელის პორტრეტი, რომელშიც შტრიხების შეტენა ნებისმიერ დამსწრეს შეეძლო. საბოლოოდ, ერთობლივად შექმნილი პორტრეტი მუზეუმს გადაეცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გრანელის სახლ-მუზეუმში წიგნის საჯარო კითხვის კვირეული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
Print