ახალი ამბები
ნათია თოდუას კლიპი რუმინეთის კინოფესტივალზე ორი ნომინაციის გამარჯვებული გახდა
აფხაზეთიდან დევნილი ნათია თოდუას კლიპი “Love Letter” რუმინეთში კინოფესტივალის ორი ნომინაციის – “საუკეთესო მუსიკალური ვიდეო” და “აუდიტორიის რჩეულის” გამარჯვებული გახდა. გასულ წელს მომღერალის ამ კლიპმა კალიფორნიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე Music Video Underground Festival „საუკეთესო სოლო შემსრულებლის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ნათია თოდუამ 2017 წელს გერმანიის მუსიკალურ კონკურსში The Voice of Germany გაიმარჯვა. მან მაყურებელთა ხმების 50,10% მოიპოვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ის ცნობილი.




Print