ახალი ამბები
სოხუმში „პარლამენტის“ წინ დადგმული კარვები დაშალეს
მილიციამ სოხუმში ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აქტივისტების მიერ გაშლილი კარვები დაშალა. მანამდე, აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი ჯანსუღ ადლეიბა შს სამმართველოში გამოიძახეს ახსნა - განმარტებითი ბარათის დასაწერად, წერს „აიაირა“.

ადლეიბას თქმით, ძალოვანი სტრუქტურები ცდილობდნენ აქცია ჩაეშალათ. მისივე ცნობით, პარლამენტის შენობასთნ მილიციის 40 - მდე თანამშრომელი იყო მობილიზებული. მათ აიღეს კარვები, რომლებიც აქტივისტებმა 4 თებერვალს გაშალეს.  

საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ე.წ. პარლამენტისგან ანტიკორუფციული კანონის მიღებას ითხოვს, უვადო აქციები დააანონსა.  ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციას არ შეწყვეტენ. გამოცემა წერს, რომ  ანტიკორუფციული კანონის მიღების საკითხს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სესიაზე 6 თებერვალს განიხილავენ.


Print