ახალი ამბები
სოხუმი: პარლამენტმა ანტიკორუფციული კანონი მიიღო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა „ანტიკორუფციული კანონი“ მიიღო, წერს „აფსადგილ ინფო“. დეპუტატმა ასტამურ ლოგუამ აღნიშნა, რომ კანონი მიიღეს, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის კორუფციისგან თავის დახსნის პანაცეა.

„უნდა დაჩქარდეს სახელმწიფო მოხელეების შესახებ კანონის მიღება, რომლის გარეშეც, ანტიკორუფციული კანონის პრაქტიკული განხორცილება შეუძლებელია“, - თქვა მან. ამავე ინფორმაციით “კანონი“ ძალაში შევა 2020 წლის 30 დეკემბერს, მანამდე კი იგეგმება «სახელმწიფო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღება. 

სოხუმში "ანტიკორუფციული კანონის" მიღების მოთხოვნით 4 თებერვალს აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის აქტივისტებმა „პარლამენტის“ შენობის წინ კარვები გაშალეს, თუმცა მეორე დღეს ისინი სამართალდამცავებმა აიღეს.



Print