რეგიონი
სვანეთის გზებზე შეზღუდვები დაწესდა
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, კალა-ლასდილი მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"თოვლისა და ლიპყინულის გამო, ჯვარი-კალას მონაკვეთზე (კმ30-კმ171), აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე (კმ1-კმ30) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Print