ახალი ამბები
მეორე სკოლის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში მეორე საჯარო სკოლის დარაჯი გარდაცვლილი იპოვეს. სკოლის დირექტორის ნინო ბულიას ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა.

"სავარაუდოდ წუხელ გარდაიცვალა. შვილს ესაუბრა თურმე ბოლოს, კარგად გრძნობდა თავს. ამ დილით ტელეფონს არ პასუხობდა, რომ მიაკითხეს გარდაცვლილი დახვდათ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა როგორც ჩანს ის უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო", - თქვა ნინო ბულიამ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print