ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს მეცხრე დღეა ეძებენ
ფოთში მეცხრე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს მდინარესთან ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამაშველო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს და მასში ჩართულია მყვინთავები და სპეცტექნიკა.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველები ასევე, განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

Print