ახალი ამბები
თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში ტურისტი მოჰყვა
მესტიაში, თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ ჩეხი ტურისტი მოჰყვა. მისი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მუშაობდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამთო კურორტების განვითარების მაშველები. მათივე ცნობით, ტურისტს ხელი დაუზიანდა და ის მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილია.


Print